ჩვენს შესახებ - Crystal Loft B Block, Bakuriani
კრისტალ ლოფტის ბ ბლოკი კრისტალის საკურორტო ზონაში, საბაგიროს სადგურიდან 5 წუთის ფეხით სავალზეა დაშორებული.
სასტუმრო ბუტიკური ტიპისაა, რაც მის სიმყუდროვეს განაპირობებს.
სურვილის შესაბამისად დაჯავშნეთ სტუდიო, ერთი, ორი ან სამ საძინებლიანი აპარტამენტები, რომლებიც სასტუმროს ნომრების კონცეფციის შესაბამისად არის მოწყობილი და ითვალისწინებს შემდეგ სერვისებს: ყოველდღიური დალაგება, თეთრეულის და პირსახოცების შეცვლა, ჰიგიენური საშუალებებით ნომრების გაწყობა, აუზი და ფინური საუნა.
პირველ სართულზე განთავსებულია რეცეფშენი, ლობი ბარი და თხილამურების საცავი, სადაც ზამთრის სეზონზე შეძლებთ ინვენტარის შენახვას.
უახლოესი კვების ობიექტი, ქართული გემო სასტუმრო საცხოვრებელი კომპლექსიდან სულ ორი წუთის სავალზეა.
განსახლების პირობები
თქვენი ჯავშანი შეიძლება დაექვემდებაროს გაუქმების საკომისიოს გაუქმების დროის მიხედვით. კონკრეტული პირობები განსხვავდება ტარიფისა და სეზონის მიხედვით. გთხოვთ, ჯავშნის დასრულებამდე ყურადღებით გაეცნოთ გაუქმების პოლიტიკას, რომელიც მოცემულია დაჯავშნის პროცესში.
| შესახლების რეგისტრაცია | 15:00 |
| გამოსახლების რეგისტრაცია | 12:00 |
| ჯავშნის უარყოფა |
გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ჯავშნის გაუქმების შემთხვევაში, გადახდილი დეპოზიტი უკან არ ბრუნდება |
წესები და პირობები
გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ჯავშნის გაუქმების შემთხვევაში, გადახდილი დეპოზიტი უკან არ ბრუნდება
